ჩოგბურთი

1:44 | 19.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია, წინ დამაჯერებლად მიიწევს.

პირველი რეიტინგის მქონე ბასილაშვილმა მეოთხედფინალში მე-6 ნომრად განთესილ ბელგიელ იორის დე ლოორეს 6:3, 6:4 სძლია და ფინალის საგზურს ავსტრიელ მაქსიმილიან ნოიკრისტს (მე-7) გაეჯიბრება.

მე-2 ნახევარფინალში ბრიტანელი მარსალეკი და მე-5 ნომრად განთესილი ფრანგი რუფინი ითამაშებენ.

0.116915