ფეხბურთი

21:26 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო საკლუბო რეიტინგში 34-ეა

უეფას საკლუბო რეიტინგში, რომელიც ბოლო 5 სეზონის შედეგებს ითვალისწინებს, საქართველო 34-ე ადგილზე იმყოფება. კოეფიციენტების დათვლისას მიმდინარე სეზონის შედეგებიც გაითვალისწინეს.

საქართველოს კლუბები პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამორჩებიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელარუსისა და ყაზახეთის კლუბებს.

რაც შეეხება ჩვენს ქვემოთ მყოფ კლუბებს, საქართველომ გაუსწრო ფინეთს, ისლანდიას, ბოსნიას, ალბანეთს, ჩერნოგორიას, მაკედონიას. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებს: ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს. მიუხედავად ამისა, მოცემული რეიტინგის მიხედვით, ქართული კლუბები ევროპაში ერთ-ერთ სუსტ საკლუბო ქვეყანას წარმოადგენენ.

ქართული კლუბების კოეფიციენტი 9.375 შეადგენს, ხოლო პირველადგილოსანმა ესპანურმა კლუბებმა 92.570 კოეფიციენტით საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მეორე ადგილზე - ინგლისის პრემიერლიგის, მესამეზე – ბუნდესლიგის, ხოლო მეოთხეზე – იტალიის სერია ა-ს კლუბები გავიდნენ. შემდეგ მოდიან პორტუგალია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა.

0.115979