ჩოგბურთი

19:19 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ITF-ის ჯილდოები ნოვაკს და სერენას

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსი მსოფლიო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ITF-მა პლანეტის წლის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელა. ნოვაკს ეს აღიარება წლად მეოთხედ ხვდა, სერენა კი უძლიერესად მეხუთედ სცნეს.

მამაკაცთა წყვილებში საუკეთესოდ ამერიკელი ძმები ბობ და მაიკ ბრაიანები დაასახელეს, ქალთა შორის კი საუკეთესო იტალიელთა, სარა ერანისა და რობერტა ვინჩის, საჩოგბურთო ტანდემია.

“ძალიან მიხარია, აღნიშნული პრიზი მეხუთედ რომ მომანიჭეს. გასული სეზონი მძიმე, მაგრამ წარმატებული გამოდგა. დიდი სლემის ტურნირი მოვიგე და წელიწადი რეიტინგის პირველ საფეხურზე დავასრულე”, - განაცხადა უილიამს-უმცროსმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ჯილდოს იმ მოთამაშებს ანიჭებენ, რომლებიც თავს სადიდსლემო შეჯიბრებებზე გამოიჩენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111637