ფეხბურთი

11:06 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი ლივერპულში დაბრუნდება

Daily Star-ის ინფორმაციით რაფა ბენიტესი მალე “ენფილდს” დაუბრუნდება და “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი გახდება. ამავე გამოცემის მტკიცებით, ესპანელი სპეციალისტი მერსისაიდელებს სტაბილურობას დაუბრუნებს.

მოგეხსენებათ, ბენიტესი ამჟამად სამხრეთიტალიის “ნაპოლის” უდგას სათავეში და ისევე როგორც “ლივერპული”, სან პაოლოელებიც უღიმღამოდ ასპარეზობენ. ორივე კლუბი საშინაო პირველობაზე სუსტად გამოიყურება და ევროთასებზე გამოსვლითაც ვერ დაიკვეხნის. “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლია, “ნაპოლიმ” – საკვალიფიკაციო ეტაპი (ბილბაოს “ატლეტიკთან” დამარცხდა). ამბობენ, ბენიტესს “ნაპოლიდან” დაითხოვენ და ამ შემთხვევაში სინიორ რაფას ნისლიან ალბიონზე დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, ბენიტესი 2004-10 წლებში ედგა სათავეში “ლივერპულს” და “წითლებს” ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113157