ისტორია

10:15 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

18 დეკემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966- დაიბადა ჯანლუკა პალიუკა. იტალიის ნაკრების (1991-98), “სამპდორიას” (1987-94), “ინტერის” (1994-99), “ბოლონიას” (1999-2006), “ასკოლის” (2007) მეკარე. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1998 წლის მუნდიალის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი. 1990 წელს მოიპოვა თასების თასი, 1998 წელს კი დაეუფლა უეფას თასს. ჩემპინთა თასის ფინალისტი (1992). იტალიის ჩემპიონი (1991) და თასის მფლობელი (1988, 1989, 1994). 1991 წელს მოიპოვა იტალიის სუპერთასი. 1997 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1932- ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL), ფლეი-ოფის პირველი მატჩი ჩატარდა. “ჩიკაგო ბიარზმა” “პორტსმუტ სპარტანსი” 9:0 დაამარცხა.

1961 - უილტ ჩემბერლენმა (“ფილადელფია”) ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩში, “მინეაპოლის ლეიკერსს” 78 ქულა ჩაუგდო.

1963- დიდმა ბრიტანელმა მძლეოსანმა, კლარკმა, 10 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (28:15.6).

1979- “ბუდვეიზერის” ფირმაში დამზადებულმა ავტომობილმა, 1190 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ეს ბორბლებიანი ავტოებისთვის სისწრაფის მსოფლიოს რეკორდია.

1983- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “სან დიეგო კლიპერსმა” ზედიზედ 29 მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, რეგულარული პირველობის შეხვედრაში, პირველი გამარჯვება მოიპოვა.

1984- დევისის თასის 73-ე გათამაშების ფინალში, შვეციის ეროვნულმა გუნდმა, აშშ-ის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი გეტებორგში ჩატარდა.

1993- ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დიკ ადვოკაატი დანიშნა და მას, აშშ-ის 1994 მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ბენილუქსელთა ეროვნული გუნდის მზადება დაავალა. ჰოლანდიის საფეხბურთო ფედერაციას შესაფერისი თანხა არ აღმოაჩნდა, რათა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოჰან კრუიფს ემუშავა.

2001- ფიფამ წლის საუკეთესო მოთამაშედ ლუიშ ფიგუ დაასახელა. მეორე ადგილზე დევიდ ბექჰემი გავიდა, ხოლო მესამეზე რაული. ევროპის წლის უძლიერეს ფეხბურთელად კი, მაიკლ ოუენი აღიარეს.

2006- ციურიხში გამართულ გალა-ცერემონიაზე, ფიფამ საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელი ფაბიო კანავარო დაასახელა. მეორე ადგილზე, ფრანგი ზინედინ ზიდანი გავიდა, ხოლო მესამეზე _ ბრაზილიელი რონალდინიო. ქალთა შორის, საუკეთესოს ტიტულის მფლობელი, ბრაზილიელი მარტა გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი, შესაბამისად ამერიკელი კრისტინ ლილი და გერმანელი რენატა ლინგორი გავიდნენ.

2006- დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბერტ ვან მაარვიკი გადააყენეს.

2006- ლიხტენშტეინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ჰანს პეტერ ჰაუგი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე მარტინ ანდერმატი შეცვალა.

2008- პეკინის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი პლანეტის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

2010- მსოფლიოს საფეხბურთო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მილანის “ინტერმა” კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის “მაზემბეს” 3:0 მოუგო. გოლები პანდევმა, ეტო’ომ და ბიაბიანიმ გაიტანეს. “ინტერს” რაფა ბენიტესი წვრთნიდა. ევროპულმა კლუბმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა.

2011- იოკოჰამაში ჩატარებულ მსოფლიოს საფეხბურთო-საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ბარსელონამ” სან პაულუს “სანტოსს” 4:0 მოუგო და ბოლო 3 წლის განმავლობაში მეორედ მოიგო აღნიშნული ტურნირი. “ბარსას” პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

2013- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ნახევარფინალი სენსაციით დასრულდა. მაროკოულმა „რაჯა კასაბლანკამ“ ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „ატლეტიკო მინეირო“ 3:1 დაამარცხა და ფინალში „ბაიერნის“ წინააღმდეგ თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1915- დარიო მანჯაროტი. იტალიელი მოფარიკავე. 1948 და 1952 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროსა და ვერცხლის ორი მედალი.

1927- ვლადიმერ ელოშვილი. თბილისის “დინამოს” მცველი. 1951 და 1953 წლებში მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლები. სსრკ-ს პირველ (უმაღლეს) ლიგაში ჩაატარა 159 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოგვიანებით გახდა საბავშვო მწვრთნელი და აღზარდა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელთა არაერთი თაობა. ვლადიმერ ელოშვილი 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

1931- ევა ბასკაკოვა. ჩეხოსლოვაკიელი ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ცალკეულ იარაღებზე ვარჯიშში მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ოქროს სამი მედალი.

1939- სანდრო ლოპოპოლია. იტალიელი მოკრივე. მსუბუქი წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, რომის 1960 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

1945- კაროლინ ვუდი. ამერიკელი მოცურავე. თავისუფალი სტილით 100 მეტრზე ესტაფეტით გაცურვაში 1960 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1961- ბრაიან ორსერი. კანადელი ციგურებით ფიგურული მოციგურავე. 1987 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედლები (1984, 1988). 1988 წლიდან გადავიდა პროფესიონალებში. 1990 წელს მონაწილეობა მიიღო ტელეფილმ ”კარმენში”. ამ სურათში მონაწილეობისათვის, ბრაიან ორსერს ტელეხელოვნების უმაღლესი ჯილდო, ემი მიანიჭეს.

1963- ჩარლზ ოუკლი. 19 სეზონის განმავლობაში თამაშობდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ამპლუით ფორვარდი (201 სმ). მონაწილეობა აქვს მიღებული NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1965- ბრაიან უოლტონი. კანადელი ველოსიპედისტი. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1966- ჯანლუკა პალიუკა. იტალიის ნაკრების (1991-98), “სამპდორიას” (1987-94), “ინტერის” (1994-99), “ბოლონიას” (1999-2006), “ასკოლის” (2007) მეკარე. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1998 წლის მუნდიალის მონაწილე. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი. 1990 წელს მოიპოვა თასების თასი, 1998 წელს კი დაეუფლა უეფას თასს. ჩემპინთა თასის ფინალისტი (1992). იტალიის ჩემპიონი (1991) და თასის მფლობელი (1988, 1989, 1994). 1991 წელს მოიპოვა იტალიის სუპერთასი. 1997 წელს დაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1968- მარიო ბასლერი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “კაიზერსლაუტერნის”, “ესენის”, ბერლინის “ჰერტას”, ბრემენის “ვერდერისა” და მიუნხენის “ბაიერნის”, აგრეთვე “ელ-რაიანის” ნახევარმცველი. 1996 წლის ევროპის ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა ორი გოლი. ბუნდესლიგის ორგზის ჩემპიონი და ორგზის გერმანიის თასის მფლობელი. გერმანიის ლიგის თასის გათამაშების სამგზის გამარჯვებული. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (1998-99). წვრთნიდა “რეგენსბურგსა” და “კობლენცს”. 2008 წლიდან ტრირის “აინტრახტს” ედგა სათავეში.

1970- ლუსიუს ჰარისი. “ნიუ იორკ ნეთსის”, “დალას მავერიკსისა” და “კლივლენდ კავალიერზის” მსროლელი (196 სმ).

1971- არანტა სანჩეს ვიკარიო. ესპანელი (კატალონიელი) ჩოგბურთელი. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ვიკარიოს მოგებული აქვს “დიდი სლემის” 14 ტურნირი.

1973- ჯეისონ უილიამსი. ამერიკელი ბეისბოლისტი. ატლანტას 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111796