სხვა

16:00 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ოძეკი გახდებაო...

ოიაკატა კასუგანო, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მკაცრა აღმზრდელად ითვლება, მოულოდნელად ქებად დაიღვარა და თავის შეგირდებს, მათ შორის, ქართველ ტოჩინოშინს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

“შესაბამისი მონდომების შემთხვევაში, ტოჩინოშინი, აოიამა და ტოჩიოძანი ოძეკის ტიტულამდე მისვლას მოახერხებენ”, - აღნიშნა კასუგანომ მას შემდეგ, რაც შეგირდების ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშს თვალი მიადევნა.

გასული სპარინგებისას, 28 წლის ბულგარელმა აოიამამ 15-დან 9 ბრძოლა მოიგო, 27 წლის იაპონელმა ტოჩიოძანმა – 14-დან – 6, ხოლო 27 წლის ქართველმა ტოჩინოშინმა – 17-დან – 8.

ცნობისთვის, ტოჩიოძანს სეკივაკეს რანგში 7 ტურნირი აქვს ჩატარებული, აოიამამ იგივე ტიტული პირველად მიმდინარე წლის ბოლოსკენ, კიუშიუ ბაშომდე მიიღო, ხოლო ტოჩინოშინისთვის უმაღლესი მიღწევა კომუსუბის წოდება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული სუმოს მომავალი რეიტინგი იგივე ბანძუკე 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, შემდეგი სუპერტურნირი კი ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში 11-25 იანვარს შედგება.

თეგებიტოჩინოშინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117855