რაგბი

22:02 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლომიძე სამი კვირა დაისვენებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის Pro D2-ის “ბეზიეს” მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ კოჭი დაიზიანა და სამი კვირა დასვენება მოუწევს.

22 წლის მორაგბემ ტრავმა “დაქსთან” 16:28 წაგებული მატჩისას მიიღო და პირველი ტაიმის მიწურულს, 35-ე წუთზე სწორედ ამ მიზეზით შეცვალეს. “მსოფლიო სპორტს” თავად სპორტსმენმა განუცხადა, რომ მკურნალობას 3 კვირა დაჭირდება და ის ამ პერიოდს საქართველოში გაატარებს.

ამრიგად, ლაშა 21 დეკემბერს Pro D2-ის პირველი წრის დასკვნით ტურში გუნდს “მონტობანის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, მაგრამ შემდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. 21 დეკემბრიდან 10 იანვრამდე საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონში შესვენებაა და ამ პერიოდში ლომიძემ აღდგენითი პროცესი უნდა დაასრულოს.

0.114207