ფეხბურთი

19:37 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსია 2 მატჩით დასაჯეს, ალეგრი - ერთით

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “რომასა” და “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელებს, რუდი გარსიასა და მასიმილიანო ალეგრის დისკვალიფიკაციები მისცა.

რუდი გარსიას ბრალად “ჯენოასთან” გამართული მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შორის დაწყებულ ჩხუბში მონაწილეობა ედებოდა და მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. სადისციპლინო კომიტეტმა, საბოლოოდ, ფრანგი სპეციალისტის 2 მატჩით დასჯა გადაწყვიტა.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, მას, “სამპდორიასთან” მატჩის დროს არბიტრთან ზედმეტად ემოციური კამათის გამო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109304