ჭიდაობა

10:26 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მესამე კანდიდატი - მანუჩარ კვირკველია

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მანუჩარ კვირკველიაც იბრძოლებს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა გადაწყვეტილების შესახებ “მსოფლიო სპორტს” ჯერ კიდევ 1-ელ დეკემბერს გაუმხილა, მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდიუმმა პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე გადააყენა. გუშინ კი კვირკველიამ კანდიდატურა ოფიციალურად წამოაყენა.

"განაცხადი შევიტანე და პრეზიდენტობისთვის კენჭს ვიყრი. რაც შეეხება ჩემ საარჩევნო პროგრამას, ამაზე როდესაც საჭირო იქნება, მაშინ ვილაპარაკებ”, - გვითხრა გუშინ მანუჩარ კვირკველიამ.

პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატთათვის განაცხადის შესატანად დაწესებული ვადა 20 დეკემბერს იწურება. რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა კი 26 დეკემბერს გაიმართება.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ხმის უფლების მქონე დელეგატებს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის მოუწევთ. საპრეზიდენტო განაცხადით ფედერაციას კვირკველიამდე კიდევ ერთმა ვეტერანმა მოჭიდავემ, მსოფლიოს 4-გზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ და პარლამენტარმა ვალერი გელაშვილმაც მიმართეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143733