ჭიდაობა

19:33 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფალავანი ბექა ღვინიაშვილია

საქართველოს 2014 წლის აბსოლუტური ფალავანი ბექა ღვინიაშვილი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 18 წლის ძიუდოისტმა ტრადიციული ტურნირის ფინალში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა და ტიტულთან ერთად ავტომობილ "პორშე კაიანს” დაეუფლა. ოქრუაშვილს 5 ათასი ლარი გადაეცა. ხოლო მესამე ადგილზე გასულ დავით ლორიაშვილს (100 კგ) - 3 ათასი.

აბსოლუტური ფალავნობის დაწყებამდე ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ და უმთავრესი ტიტულისთვის ბრძოლა სწორედ ამ წონების მედალოსნებმა გააგრძელეს.

სამეულები კი ასე შეივსო:

80 კგ

1 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი)

2 ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი)

3 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

2 დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი)

3 ანდრეი კაზუსიონოკი (ბელარუსი)

100 კგ

1 დავით ლორიაშვილი (კახეთი)

2 ალეკო ზაალიშვილი (შიდა ქართლი)

3 ლაშა გურული (იმერეთი)

+100 კგ

1 ვახტანგ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)

2 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)

3 გიორგი ბოლოთაშვილი (შიდა ქართლი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136624