ფეხბურთი

11:29 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეინამ ვარჯიში განაახლა

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელმა მეკარე პეპე რეინამ ორთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლა.

32 წლის კარის დარაჯმა ამა წლის 6 ოქტომბერს მოყვარულებთან ამხანაგური მატჩისას მარცხენა ტერფის კუნთები დაიზიანა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ის გაძლიერებულად მუშაობდა საწვრთნელ ცენტრში, გუშინ კი, ტრავმის შემდეგ მან პირველად ირბინა და ამის შემდეგ კოორდინაციაზე ივარჯიშა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.

მომდევნო დღეებში მეკარის დატვირთვები ნელ-ნელა გაიზრდება, რის შემდეგაც ის მზადებას მეკარეთა მწვრთნელების მეთვალყურეობით გააგრძელებს. ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებს რეინა მინდორზე გასვლას. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელს ოფიციალური თამაში ჯერ არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115315