თამაშგარე

11:22 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი ლარისასი

ქალი იგი ძუძუთმპყრობელი და ქალი იგი გავაგანიერი, რომელსაც სახელად უხმობენ ლარისას და გვარი მისი არს რიკელმე, მკვიდრი მიწისა პარაგვაისა და სახე და ილაჯი მობურთალთა პარაგვაის ქვეყნისა, დღესა ერთსა წარვიდა ქუეყანასა ვერცხლისაისა და ქმნა უცნაურობანი მრავალნი.

ლარისამან, რომელიც ჩავიდა მთავარსა ქალაქსა ვერცხლისქვეყნისასა, რომელსაც სახელად ეტყვიან ბუენოს აირეს, დასდგა ფეხნი მისნი ლაზათიანნი ფიცრებზედ, პოდიუმად სახელდებულზედ და შემდგომად ამისა განიძრო საწმერთული თვისი და განაცვიფრა ყოველნი, რომელთაც იხილეს მკერდი მისი მრავლისდამტევი და სხვანი ადგილნიცა მრავალნი.

მოკალმემან არგენტინისამან და მეგაზეთემან ბევრმან, იწყეს ოხვრა და გმინვა, ოდეს ხელთ იპყრეს კალამნი დასაწერად ლარისას ამბებისა ესე. ხოლო კაცმან მრავალმან, რომელთაც იხილეს ინტერნეტსა შინა ლარისას დიადი მკერდი, შესძახეს ერთხმად: ”ო, დიადო მკერდო ლარისასაო, ხილვამან შენმამ მოგგვარა სიამეი და შიში. შიში ესე არს მოძღვნილი ცოლთა ჩვენთა, რომელთაც ეჭვ ჰყვეს ყოველსავე ამაზე”.

0.09775