რაგბი

18:46 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დავით კაჭარავა - საუკეთესო საუკეთესოთა შორის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”- ის შუამარბი დავით კაჭარავა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

2014 წლის სეზონში ამ კლუბმა რუსეთის ჩემპიონატში ყველაფერი მოიგო - ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. სეზონის დასრულებიდან დაახლოებით 2,5 თვეში, გუნდის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელეს და ყველაზე წონადი პრიზი - 2014 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება 29 წლის ქართველ მორაგბეს ერგო.

სარაგბო კლუბ “ყოჩების” აღზრდილი კაჭარავასთვის პირველი უცხოური კლუბი სწორედ “ენისეი” იყო, მერე მან საფრანგეთს მიაშურა და “ფედერალ 1”-ის “ნიცასა” და “როდეზში” ითამაშა, ხოლო შარშან კვლავ “ენისეის” დაუბრუნდა და გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.

“ბორჯღალოსანთა” როგებში “კაჭის” დებიუტი 2006 წელს, უკრაინასთან მატჩში შედგა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის კვართი 76-ჯერ მოირგო, აქედან 4-ჯერ კაპიტნის რანგში და 14 ლელო (70 ქულა) გაიტანა. ის მინაწილეა 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასების, ერთხელ კი, “ბარბარესობის” შემადგენლობაში ითამაშა.

0.115566