ფეხბურთი

14:04 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “ფრე სამართლიანი შედეგი იყო”

“ნაპოლის” ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ხუთშაბათს პრაღის “სპარტასთან” ფრედ დამთავრებული მატჩის (0:0) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფრე სამართლიანი შედეგი იყო. ბენიტესმა ასევე რაულ ალბიოლი და მეკარე რაფაელ კაბრალი შეაქო.
“ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ 10 წუთის შემდეგ “სპარტამ” ზეწოლა გააძლიერა და მომენტებიც შექმნა. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით და გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იყო.
მინდა აღვნიშნო რაულ ალბიოლის და რაფაელ კაბრალის თამაში, მათ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს”, - განაცხადა ბენიტესმა.
მეხუთე ტურის შემდეგ I ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ათ-ათი ქულით პირველ-მეორე ადგილებს “ნაპოლი” და “სპარტა” იყოფენ, მათ ქულით ჩამორჩება “იანგ ბოიზი”, ბოლო ადგილზე კი უქულოდ მყოფი ბრატისლავის “სლოვანი” იმყოფება.
ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა: “იანგ ბოიზი” საკუთარ მოედანზე “სპარტას” უმასპინძლებს, ხოლო “ნაპოლი” “სლოვანს”.

0.1121