ფეხბურთი

12:54 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკის” გენდირექტორი: “ანანიძე კარგად იქცევა”

მოსკოვის “სპარტაკის” გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში დაბრუნებული ჯანო ანანიძის მიმართ პრეტენზია არ აქვთ.

“როგორც ვიცი, ჯანოს მიმართ პრეტენზიები არაა. ჯერ კიდევ დუბლებში ყოფნის დროს ნახევარმცველი კარგად და პროფესიონალურად იქცეოდა. კლუბის ხელმძღვანელობასთან და სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ, მას პირველ გუნდში დაბრუნების საშუალება მისცეს. მომავალში ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული” – თქვა ასხაბაძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128052