ფეხბურთი

12:18 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი კმაყოფილია

“ევერტონის” ესპანელმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის ლიგაზე “ვოლფსბურგთან” მოგებული მატჩი (2:0) კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას შეაფასა და განაცხადა, რომ ხუთშაბათს მისი ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაში ბრწყინვალე იყო.

“ჩემმა ფეხბურთელებმა მიცემული დავალება სწორად შეასრულეს, ჩვენ თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ და ვფიქრობ კარგად გამოგვივიდა. “ვოლფსბურგი” შესანიშნავი გუნდია, მისი დამარცხება და თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახო, ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით,” – განაცხადა მარტინესმა.

“ევერტონი” H-ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს, მას 4 ქულით ჩამორჩება “ვოლფსბურგი”, მესამე და მეოთხე ადგილებს შესაბამისად, ფრანგული “ლილი” 4 ქულით და “კრასნოდარი” 3 ქულით იკავებენ.

0.114684