ფეხბურთი

11:05 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" პრანდელი დაითხოვა

"როიტერის" ინფორმაციით, სტამბულის "გალათასარაის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი დაითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქების მხრიდან მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის იმედები ვერ გაამართლა.

"გალათასარაის" დროებით მთავარი გუნდის მეკარეთა მწვრთნელი კლაუდიო ტაფარელი გაუძღვება. ჯერჯერობით "გალათასარაის" ოფიციალურ ვებგვერდს პრანდელის დათხოვნის ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა "როიტერის" გარდა, სხვა ევროპული წამყვანი მედია საშუალებებიც იტალიელის დათხოვნას იუწყებიან.

პრანდელის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან სუსტად ასპარეზობდა. ჯგუფური ეტაპის ხუთ მატჩში "გალათასარაიმ" 4 წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა, გაიტანა 3 გოლი და საკუთარ კარში 15 გოლი მიიღო.

თურქეთის ჩემპიონატში “გალათასარაი” 19 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ფენერბაჰჩეს" და "ბეშიქთაშს" ერთი ქულით ჩამორჩება.

0.117037