თამაშგარე

10:53 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უილკოტის სატრფო ტრავმებმა დატანჯეს

ინგლისელი ფეხბურთელის, თეო უილკოტის შეყვარებული, მილანი სლეიდი მოდელის წარმატებულ კარიერას წლიდან-წლამდე რუდუნებით აშენებდა და ცოტა ხნის წინ მთელს მსოფლიოს ამცნო, რომ გართულებული ტრავმების გამო, მოდელობაზე სამუდამოდ ამბობს უარს.

ძალიან შემცდარა ის, ვისაც ჰგონია, რომ ტრავმები მხოლოდ სპორტსმენების უბედურებაა. გართულებული ტრავმების გამო ყოველწლიურად უამრავი მოდელი ამბობს უარს პოდიუმზე გავლა-გამოვლაზე და როგორც რეალობა აჩვენებს, ფეხბურთელისა არ იყოს, ამ მხრივ მოდელებსაც გამართლება სჭირდებათ.

მილანი სლეიდი მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ცხოვრობს, სადაც მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, აღმოჩნდა, რომ მის პრობლემებთან ბრიტანელი ექიმების განათლება და მოხერხებულობაც კი ვერას გახდა. სამწუხაროდ ასეთია ცხოვრება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153797