ფეხბურთი

7:46 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკოში “რივერმა” იმარჯვა და ფინალში გავიდა

გუშინ “ელ მონუმენტალზე” კოპა სუდამერიკანას 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც “რივერ პლეიტმა” მოსისხლე მტერი “ბოკა ხუნიორსი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

პირველი შეხვედრა “ბომბონერაზე” უგოლო ფრედ იყო დასრულებული, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ “ელ მონუმენტალზე” საოცარი ბრძოლის მოწმენი გავხდებოდით. კლასიკომ მაყურებელთა იმედები გაამართლა და ტრადიციულად უდაძაბულესად წარიმართა, რაზეც 10 გაფრთხილება და 1 გაძევებაც მოწმობს.

შეხვედრა აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს, რასაც მე-4 წუთზე “რივერის” კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა. ბურთთან ჟიგლიოტი მივიდა, მაგრამ ბაროვერომ შესანიშნავად ითამაშა და თავისი გუნდი იხსნა. სტუმრები ასეთი შანსის გაცუდების გამო მალევე დაისაჯნენ და ლეონარდო პისკულიჩიმ მე-16 წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, თავისი გუნდი მოსისხლე მტერთან გამარჯვებული გამოიყვანა და კოპა სუდამერიკანას ფინალის საგზური მოუპოვა, სადაც “რივერის” მეტოქე კოლუმბიური “ატლეტიკო ნასიონალი” იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში ბრაზიულიური “სან პაულო” გამოთიშა პენალტების სერიაში.

რივერ პლეიტი – ბოკა ხუნიორსი 1:0 (0:0)

ბუენოს აირესი, “ელ მონუმენტალი”

რივერ პლეიტი (4-3-1-2): ბაროვერო, მორი, პაცელა, მერსადო, ვანგიონი, სანჩესი, პონსიო, როხასი, პისკულიჩი (სოლარი 83), მორა (კავენაგი 86), გუტიერესი.
მწვრთნელი: მარსელო გალიარდო

ბოკა ხუნიორსი (4-4-2): ორიონი, დიასი, ფორლინი, მარინი, კოლაზო, გაგო (ფუენზალიდა 40), ერბესი (კასტელანი 85), მელი, კარისო, კალერი, ჟიგლიოტი.
მწვრთნელი: როდოლფო არუაბარენა

გოლი: პისკულიჩი 16.
გაფრთხილებები: მერსადო, პონსიო, ვანგიონი, როხასი – ფორლინი, დიასი, კარისო, ჩავესი, ფუენზალიდა
მსაჯი: დიასი 94.

მე-4 წუთზე ჟიგლიოტიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)




სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132452