კალათბურთი

1:54 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია საუკეთესოა, “ლაბორალ კუჩამ” “ოლიმპიაკოსს” პირველი მარცხი აგემა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგაში უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, ქართველი კალათბურთელი კი ესპანური გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

“ლაბორალ კუჩა” ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ – პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდა და მეტოქე, რომელსაც მანამდე ექვსივე თამაში მოგებული ჰქონდა, 89:70 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 28:17 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ თორნიკეს მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს, ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 22-ს უწია, რაც “ლაბორალ კუჩას” რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ოლიმპიაკოსის” მხრიდან შეუდარებლად გაისარჯა უბერებელი ვასილის სპანულისი, რომელმაც 27:56 წუთში 27 ქულა მოაგროვა.

შენგელიას კლუბმა 3 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და D ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას იძლევა. “ლაბორალ კუჩას” მომდევნო მატჩი 5 დეკემბერს სტუმრად, სტამბულის “გალათასარაისთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115453