კალათბურთი

19:15 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ათანელიშვილი ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის მონაწილე “მგზავრები-არმიას” ცენტრალური თავდამსხმელი რევაზ ათანელიშვილი (19. 07. 86. 207სმ) ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მგზავრები-არმიას” პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ათანელიშვილს წელი ჰქონდა დაზიანებული და ამის გამო 24-ე ეროვნულ ჩემპიონატში “ოლიმპთან” და “სოხუმთან” შეხვედრები გამოტოვა.

ძალოვნები მორიგ შეხვედრას საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალურ სერიაში “რუსთავის” წინააღმდეგ ჩაატარებენ, რომელიც 29 ნოემბერს, კალათბურთის აკადემიაში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114175