ჭადრაკი

19:09 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დოჰას ტურნირში 6 ქართველი მონაწილეობს

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე დიდ საჭადრაკო ტურნირში 154 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთაგან 111 საერთაშორისო დიდოსტატია. მათ შორის 6 ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და სოფიკო გურამიშვილი იმყოფება.

პირველ ტურში ქართველი მოჭადრაკეებიდან ერთმანეთს ჯობავა და ხოტენაშვილი დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ხოტენაშვილმა შეძლო საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკის დამარცხება. ტურნირის მონაწილე სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან ბაციაშვილი რაუფ მამედოვთან (აზერბაიჯანი) დამარცხდა, ჯავახიშვილმა იუ იანთან (ჩინეთი) წააგო, ხოლო გურამიშვილს ივან ლოპეს სალგადოსთან (ესპანეთი) მოეცარა ხელი. რაც შეეხება მჭედლიშვილს, იგი ჰოლანდიელ ალიონა ლამის დაუზავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118038