კალათბურთი

17:03 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ოთხთა ფინალის” ბილეთები 24 საათში გაიყიდა

ევროლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მადრიდში დაგეგმილი “ოთხთა ფინალის” ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. რეალიზაცია 26 ნოემბერს დაიწყო და 24 საათში ყველა ბილეთი დაიტაცეს.

“ოთხთა ფინალი” ესპანეთის დედაქალაქში 2015 წლის 14-17 მაისს ჩატარდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ მატჩებს მადრიდის Bარცლაყცარდ ჩენტერ-ი უმასპინძლებს, რომელიც 13 ათასს მაყურებელს იტევს.

მყიდველთა 25%-მა სპეციალურ გრაფაში მიუთითა, რომ არცერთი გუნდის ქომაგი არაა, 40%-ის განცხადებით, კი ისინი “რეალის” გულშემატკივრები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122538