თამაშგარე

10:38 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბელენ როდრიგესმა ძველი ფორმა დაიბრუნა

რახანია არ დაგვიწერია ცნობილ არგენტინელ მოდელსა და მსახიობ ბელენ როდრიგესზე, რომელიც არგენტინის საფეხბურთო ნაკრების დიდი ქომაგია. მშვენიერი ბელენის “მივიწყების” მიზეზი თავად ამ ცუგრუმელა ქალბატონმა მოგვცა, რომელიც ბოლო დროს საერთოდ გაქრა ბულვარული პრესის ფურცლებიდან.

როგორც ბელენ როდრიგესმა თავად აღიარა, ბოლო დროს სხეული ნამეტანი გაუფუმფულდა, ანუ როგორც იტყვიან “წონა გაექცა” და არ სურდა საზოგადოების წინაშე ზედმეტი წონით გამოჩენილიყო. ახლა კი არგენტინელ მოდელს ნამეტანი მოუნდომებია და ვარჯიშისა და დიეტის საშუალებით ძველი ფორმა აღუდგენია.

გავუგოთ ჩვენ მგზნებარემკერდიან ბელენ როდრიგესს ეს ამბავი და ახლა ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ ზოგ მამაკაცს სწორედ ფუნთუშასავით ჩარბილებულ-ჩატკბილული ქალები იზიდავს. კაცია და გუნება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138207