ჩოგბურთი

17:02 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მორიგი მიღწევა და სამომავლო გეგმები

33 წლის როჯერ ფედერერმა 2014 წელი რეიტინგის მეორე საფეხურზე დაასრულა, რითაც კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. ლეგენდარული შვეიცარიელი ყველაზე ხანდაზმული ჩოგბურთელია, რომელიც სეზონის მიხედვით კლასიფიკაციაში ამ პოზიციაზე დამკვიდრდა.

ამასთან, ფედერერმა ივან ლენდლის მიღწევაც გაიმეორა. ჩეხი ზედიზედ 13-ჯერ იყო წლის მიწურულს რეიტინგის მოწინავე ათეულში და ამიერიდან ამ მაჩვენებლით როჯერსაც შეუძლია იამაყოს.

ფედერერმა წლეულს დუბაის, ჰალეს, ცინცინატის, შანხაისა და ბაზელის შეჯიბრებები მოიგო, პოზიციის დათმობას კი სამომავლოდაც არ აპირებს: „დევისის თასის მოპოვების შემდეგ ბევრმა მკითხა, ხომ არ ვაპირებდი კარიერის დასრულებას. ჩოგბურთი ძალიან მიყვარს და ამ სასიხარულო ნოტზე წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ“.

ამასობაში ავსტრალიის საჩოგბურთო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის 12 იანვარს როჯერ ფედერერი და ლეიტონ ჰიუიტი საგამოფენო მატჩს ჩაატარებენ. შეხვედრა ხუთსეტიანი იქნება, ოღონდ გეიმებში მოგება ოთხამდე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112457