ფეხბურთი

16:09 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოგთსმა შესაძლოა "შტუტგარტი" ჩაიბაროს

აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი შესაძლოა გერმანიაში სამუშაოდ დაბრუნდეს და "შტუტგარტის" თავკაცი გახდეს.

მას შემდეგ რაც, შტუტგარტელთა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან არმინ ფე გადადგა, კლუბის ხელმძღვანელების მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ. ერთ-ერთ კანდიდატად კი სწორედ ზემოთხსენებული სპეციალისტს მოიაზრებენ.

67 წლის სპეციალისტი საქართველოს მეზობელ ქვეყანას 6 წელიწადი ხელმძღვანელობდა. იგი ხორვატიასთან 0:6 განცდილი მარცხის შემდეგ დაითხოვეს. საკლუბო დონეზე ფოგთსს ლევერკუზენის "ბაიერში" უმუშავია.

"შტუტგარტს" გერმანიის ჩემპიონატში კრიზისული პერიოდი აქვს. გუნდი 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ფსკერზე 9 ქულით იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.059986