ფეხბურთი

21:17 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონსა” და “ნიუკასლს” დეპაი მოუნდათ

პრემიერლიგური კლუბები, “ევერტონი” და “ნიუკასლი” ჰოლანდიური პსვ-ს ლიდერით, მემფის დეპაით დაინტერესდნენ – გვამცნობს ბრიტანული გამოცემა The People.

ორივე კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს, თუმცა ამის გაკეთება გაუჭირდებათ, რადგანაც მემფისმა ჰოლანდიურ გრანდთან ახლახანს 2018-წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევროა.

მიმდენარე სეზონში, დეპაიმ პსვ-ს მაისური 14-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 5-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119934