ფეხბურთი

20:25 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესს მელონის დამატება სურს

“ევერტონის” მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს ყოფილი შეგირდის შონ მელონის დამატება სურს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.

31 წლის ნახევარმცველს “უიგანთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება და მარტინესს იმედი აქვს, რომ შოტლანდიელს იაფად ჩაიგდებს ხელში. ესპანელ სპეციალისტს ტრანსფერისთვის ნახევარი მილიონი გირვანქა აქვს გამზადებული.

მიმდინარე სეზონში, მელონმა “უიგანის” მაისური 14-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მარტინესი და შონ მელონი დიდი ხნის მანძილზე “უიგანში” მუშაობდნენ ერთად.

თეგებიშონ მელონი
0.113125