ფეხბურთი

17:23 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცვალაძეს ფორმაში შესვლა გაუძნელდა

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის “ტოსნოს” ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ “სოვეტსკის სპორტთან” ინტერვიუში თქვა, რომ ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლა ძალიან გაუძნელდა. 30 წლის ქართველმა ლეგიონერმა რუსულ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ოთარ მარცვალაძე: “ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლა გამიძნელდა. ერთხელ დავშავდი, მეორედ, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს თავში ძალა ვნახე და პრობლემებს გავუმკლავდი. ასევე, მადლობა მწვრთნელებს, რომლებმაც მოედანზე გასვლის შანსი მაშინვე მომცეს. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო თამაში მოვიგე და შესვენებაზე კარგი განწყობით მივდივართ”.

- მატჩისთვის ფუნქციონალურად მზად იყავით?

- დიახ, რადგან განვლილ პერიოდში ვვარჯიშობდი და თავი მწყობრში მომყავდა.

- ამჟამად, “ტოსნო” პირველ სამეულშია. შედეგით კმაყოფილი ხართ?

- გარკვეული ხნის განმავლობაში პირველ ადგილზე ვიყავით. სიმართლე რომ ითქვას, რამდენიმე თამაში მარტივად წავაგეთ. ამჟამად, არცთუ ცუდი ადგილი გვიკავია, მაგრამ უფრო ზემოთ უნდა ვიყოთ.

- დღესდღეობით, “ტოსნო” მწვრთნელს ეძებს. გუნდს ახალი სპეციალისტი სჭირდება?

- ჩემთვის ამჟამინდელ სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა სასიამოვნოა. ზედიზედ ოთხი თამაში მოვიგეთ და შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114377