ჩოგბურთი

17:11 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “ბევრჯერ მომიგია, მაგრამ ეს გამარჯვება გუნდისთვისაა”

მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერმა როჯერ ფედერერმა, დვისის თასისი ფინალში რიშარ გასკეთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ეს წარმატება მან გუნდს მიუძღვნა. ფედერერის თქმით, დევისის თასის მოგებაში ვავრინკამ დიდი წვლილი შეიტანა.

“მე და მთელი შვეიცარიის გუნდი ბედნიერია. ვავრინკას თავი არ დაუზოგავს, რომ დევისის თასი აღგვემართა. მან მომცა შანსი, რომ დღეს მომეგო. ჩემი ეს გამარჯვება მთელ შვეიცარიას ეკუთვნის” – როჯერის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.

შვეიცარიის ნაკრებმა არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა დევისის თასი. “ჯვაროსნებმა” ფინალში საფრანგეთი 3:1 დაამარცხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114492