კალათბურთი

16:41 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი და ვესტბრუკი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

“ოკლაჰომა სითი თანდერის” ლიდერებმა კევინ დურანტმა და რასელ ვესტბრუკმა ტრავმები მოიშუშეს და ვარჯიში განაახლეს. ამის შესახებ NBA.com-ი იტყობინება.

“ისინი კარგად გამოიყურებიან. დურანტმა და ვესტბრუკმა გუნდთან ერთად უკონტაქტოდ ივარჯიშეს. ორივე მოთამაშის აღდგენითი პროცესი პროგრესით მიდის. ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ ზუსტი დრო, თუ როდის დაბრუნდებიან. ჩვენ ყველანი ფოკუსირებულები ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ პარკეტზე”, – განაცხადა “ოკლაჰომას” მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუქსმა.

0.11368