ვიდეო

14:59 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" ფეხბურთელის შესანიშნავი თამაში

ამსტერდამის "აიაქსმა" შაბათს "ჰერენვენი" მიიღო შინ და დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში გაიბრწყინა ამსტერდამული გრანდის 19 წლის ტალანტმა რიკარდო კიშნამ, რომელიც მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის მასპინძლები აგებდნენ, თუმცა ბოლო 25 წუთში მშვენივრად ითამაშეს და 4 უპასუხო გაუტანეს მეთოქეს. კიშნამ მეორე გოლისას შესანიშნავად ითამაშა, 3 ფეხბურთელი მოატყუა და ელ-ღაზს გაატანინა, ერთ წუთში კი, თავადაც გაიტანა გოლი. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი რამ, რაც მან შემოგვთავაზა 82-ე წუთზე გაკეთებული დიდებული ფინტია. იხილეთ კიშნას მიერ გაკეტებული საგოლე გადაცემა და ბრწყინვალე ფინტი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101654