ფეხბურთი

13:13 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” უილშირს და შჩესნის მოისაკლისებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები, ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯეკ უილშირი და პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე ვოიცეხ შჩესნი 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ გამოტოვებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგის 12-ე ტურის მატჩში უილშირმა კოჭის ტრავმა მიიღო და 55-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე კასორლა შევიდა. პოლონელმა მეკარემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისშიც ითამაშა, "მანჩესტერთან" დაპირისპირებაში წელი დაიზიანა და 59-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.

უილშირის თამაში "დორტმუნდთან" უკვე გამორიცხულია, ხოლო შჩესნის თამაში კი ეჭვქვეშ დგას. ლონდონელთა თავკაცი მიიჩნევს, რომ პოლონელს ინგლისელისგან განსხვავებით სერიოზული ტრავმა არ აქვს და არსებობს ალბათობა, რომ იგი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.768737