ფეხბურთი

11:32 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ითამაშებს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში პირეოსის "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ხორვატმა ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში, "მალაგასთან" შინ მოგებულ (3:1) შეხვედრაში კისრის არეში დაზიანება მიიღო და 57-ე წუთზე მის ნაცვლად ხიმენესი შევიდა.

მადრიდელი მედიკოსების მტკიცებით, თავდამსხმელი თავს კარგად გრძნობს, ვარჯიშობს და ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11338