News

10:48 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა "აპოელის" წინააღმდეგ არ ითამაშებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში სტუმრად "აპოელის" წინააღმდეგ არ ითამაშებს.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ესპანელი ფეხბურთელი 22-კაციან განაცხადში ლუის ენრიკემ არ შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ინიესტამ ვარჯიში 21 ნოემბერს განაახლა. გაფართოებულ სიაში კვლავ ვერ მოხვდა ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი.

მადრიდის "რეალთან" მატჩში მიღებული წვივის ტრავმის შემდეგ მოსალოდნელი გახლდათ, რომ ინიესტას "ბლაუგრანას" რიგებში სამი მატჩის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი გაიწელა და გამოცდილი ფეხბურთელი "აპოელის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

0.12321