ჩოგბურთი

15:46 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი გასკეს დაუპირისპირდება

“დევისის თასის” ფინალში, დღეს დასკვნითი, მესამე დღეა. როჯერ ფედერერი ჟო-ვილფრედ ცონგას უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ცონგას ტრავმა აწუხებს, რის გამოც როჯერის წინააღმდეგ რიშარ გასკე გავა კორტზე, ინფორმაციას დევისის თასის ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

ფედერერ-გასკეს მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 14:2 შვეიცარიელის სასარგებლოდ.

ორი დღის შემდეგ შვეიცარია 2-1 იგებს და თასის მოპოვებამდე ერთი მოგება აკლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114187