სხვა

2:53 | 22.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს

21 ნოემბერს წყალბურთში მომავალი ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი, პორტუგალია და შვეიცარია ეყოლება, მატჩებს კი, თებერვალში თბილისი უმასპინძლებსა.

A ჯგუფი: საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, შვეიცარია

B ჯგუფი: რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი

C ჯგუფი: საფრანგეთი, მალტა, ნიდერლანდები

D ჯგუფი: გერმანია, თურქეთი, ბელორუსია, ლიტვა

შესარჩევ ციკლში ნაკრებებს მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც მოუწევთ, საკვალიფიკაციო რაუნდის 8 საუკეთესო გუნდი კი ფინალურ ეტაპზე გავა, სადაც უკვე დაშვებულია გასული ევროპირველობის 8 მოწინავე ნაკრები.

ცნობისთვის, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური რაუნდი 2016 წელს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114661