ძიუდო

10:59 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდების წლის მონაგარი ციფრებში

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2014 წლის სეზონი ოქტომბრის ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატით დაასრულა. ახლახან კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ წლის უმთავრესი შეჯიბრების შედეგები შეაჯამა და 21-წლამდელთა შორის მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

უფროსების რეიტინგისგან განსხვავებით, სადაც შვიდი წონითი კატეგორიიდან ორს სათავეში საქართველოს ნაკრების წევრები უდგანან, ახალგაზრდების მონაგარი მოკრძალებულია, რაც მნიშვნელოვანწილად საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირებში ქართველი ძიუდოისტების იშვიათად მონაწილეობის ბრალია. ამ ასაკობრივ ჯგუფში სპორტსმენებს სწორედ ერთი სეზონის განმავლობაში მოპოვებული ქულები ეთვლებათ.

გია გუგავას გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან საუკეთესო რეიტინგი ბექა ღვინიაშვილსა (90 კგ) და გუგა კიბორძალიძეს (+100 კგ) აქვთ. თავის წონაში ორივე მესამე ადგილს იკავებს.

ღვინიაშვილმა წლეულს ახალგაზრდებში მხოლოდ ორ უმთავრეს შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მსოფლიოზე – ბრინჯაო, 400 სარეიტინგო ქულა დააგროვა და ლიდერს უნგრელ კრიშტიან ტოტს 206 ქულით ჩამორჩება, ხოლო ჰოლანდიელ მაქს დე ვრეეზეს – 80 ქულით.

კიბორძალიძე ევროპის ჩემპიონატზე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა. მსოფლიოზე კი ვერცხლს დაეუფლა. სეზონის ორ უმთავრეს ჩემპიონატზე დაგროვებულ 360 ქულას დაემატა საბერძნეთისა და გერმანიის ტურნირებზე დაგროვებული 120 ქულა და ქართველი მძიმეწონოსანი 460 ქულით შევიდა სამეულში. მასზე წინ მონღოლი დუურენბაიარ ულზიიბაიარი და უკრაინელი იაკივ ხამო დგანან 500-500 ქულით.

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილი მეოთხე ადგილზეა. 81 კილოგრამში კი ასევე მეოთხე პოზიციას იკავებს ლევან გუგავა. ნაგლიაშვილის საამსეზონო მონაგარი 260 ქულაა, თუმცა აქვე უნდა დავამატოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა წლის უმთავრესი შეჯიბრება – მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი წონით მაღლა – 60 კილოგრამში ჩაატარა.

გუგავამ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ასევე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე და ჯამში 360 ქულას მოუყარა თავი. 81 კილოგრამში 300 ქულით მე-6 ადგილზეა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი უშანგი მარგიანი.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი კობა მჭედლიშვილი მე-7 საფეხურს იკავებს, ევროპირველობის ფინალისტი ივანე ჯავახიშვილი კი 60 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერია.

ყველაზე დაბალი შედეგები ახალგაზრდულ ნაკრებს ეროვნულის მსგავსად, 66 და 100 კილოგრამებში აქვს - გიორგი გუგულაშვილი (66 კგ) და გურამ თუშიშვილი (100 კგ) 26-ე ადგილზე დგანან.

ვაჟთა რვავე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულებს და საქართველოს ნაკრების ყველა წევრის პირად რეიტინგს აქვე გთავაზობთ.

ძიუდო

მსოფლიო რეიტინგი

ახალგაზრდები

ვაჟები

55 კგ

1 ვატარუ უმეკიტა (იაპონია) 500

2 კამალ ფიკრი (საფრანგეთი) 440

3 რაფაელ ორბე (დომინიკ. რესპ) 292

4 თორნიკე ნაგლიაშვილი 260

5 სადიგ მაჰარამოვი 246

61 ლერი ჭელიძე 40

117 ილია შუბითიძე 2

60 კგ

1 ფრანცისკო გარიგოს როსა (ესპანეთი) 900

2 ვიტორ უგო კარვალიო (ბრაზილია) 400

3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი) 394

4 დავუდ მამადოვი (აზერბაიჯანი) 362

5 ცოგტბაატარ ცენდოჩირი (მონღოლ) 300

11 ივანე ჯავახიშვილი 226

81 გელა ლიპარტელიანი 22

105 თორნიკე ნაგლიაშვილი 12

66 კგ

1 ეგორ მგდსიანი (რუსეთი) 762

2 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი) 600

3 ჯულიან სანჩო (კოსტა რიკა) 424

4 არსენ გაზარიანი (სომხეთი) 332

5 ჰიფუმი აბე (იაპონია) 300

26 გიორგი გუგულაშვილი 108

55 ბექა ვიბლიანი 48

81 ბექა შავდათუაშვილი 24

134 გელა კელიხაშვილი 4

73 კგ

1 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა) 500

2 ლინკოლნ ნევესი (ბრაზილია) 442

3 იუჯი იამამოტო (იაპონია) 400

4 ნუნო სარაივა (პორტუგალია) 360

5 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი) 318

7 კობა მჭედლიშვილი 262

51 ომარ ნიაზაშვილი 64

100 აპოლონ ზურაბიანი 16

155 ვანო ჩურჩხელაშვილი 4

81 კგ

1 რაფაელ მაჩედო (ბრაზილია) 920

2 მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი) 500

3 ნემანია მაჟდოვი (სერბეთი) 440

4 ლევან გუგავა 340

5 ჯონათან ესპადასი (მექსიკა) 320

6 უშანგი მარგიანი 300

147 ბექა დონღვანი 2

90 კგ

1 კრისტიან ტოტი (უნგრეთი) 606

2 მაქს დე ვრეეზე (ჰოლანდია) 480

3 ბექა ღვინიაშვილი 400

4 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) 382

5 ფირუდინ დადაშოვი (აზერბაიჯანი) 340

50 ილია მალვენიშვილი 40

50 ზაურ მამარდაშვილი 40

67 ნოდარ ბერიანი 16

100 კგ

1 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი) 642

2 რიუტარო გოტო (იაპონია) 560

3 რამაზან მალსუიგენოვი (რუსეთი) 436

4 ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია) 420

5 ფილიპ გალანდი (გერმანია) 344

26 გურამ თუშიშვილი 102

47 გიორგი თაყაძე 40

59 კარლო ნემსიწვერიძე 20

+100 კგ

1 დუურენბაიარ ულზიიბაიარი (მონღ) 500

2 იაკივ ხამო (უკრაინა) 500

3 გუგა კიბორძალიძე 460

4 რუსლან შახბაზოვი (რუსეთი) 376

5 სებასტიან ფაგერილი (შვედეთი) 322

46 გიგა გელაშვილი 40

0.118541