ფეხბურთი

15:17 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ჯონსონს ხელფასს გაუნახევრებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა გლენ ჯონსონმა კლუბისგან კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივების შეთავაზება მიიღო, თუმცა ახალ ხელშეკრულებაში ფეხბურთელისთვის სახარბიელო არაფერია.

"მერსისაიდელებს" სურთ ჯონსონი კიდევ ორი წლით შეინარჩუნონ, თუმცა ფეხბურთელს განახევრებულ ხელფასს სთავაზობენ. მცველი ამჟამად კვირაში 120 000 გირვანქას გამოიმუშავებს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კი 60 000 გირვანქა ექნება.

ჯერჯერობით უცნობია 30 წლის ფეხბურთელის პოზიცია. მას კლუბთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ჯონსონისადმი ინტერესს იტალიური "რომა" იჩენს. იმ შემთხვევაში თუ ჯონსონი “ლივერპულის” ახალ წინადადებას უარყოფს, იტალიელებს შანსი ექნებათ ინგლისელი ხელში უფასოდ ჩაიგდონ.

ჯონსონმა მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" შემადგენლობაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112375