კალათბურთი

20:14 | 8.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგის მეოთხე ტურში ჯეიმს ანდერსონი გამოარჩიეს

ევროლიგის მეოთხე ტურის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე “ჟალგირისის” მსროლელი ამერიკელი ჯეიმს ანდერსონი გახდა.

ლიტვურმა კლუბმა საშინაო დარბაზში ვიქტორ სანიკიძის “უნიქსი” 77:71 დაამარცხა. ანდერსონმა აღნიშნულ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა (27 ქულა და 11 მოხსნა).

ჯეიმს ანდერსონმა 2010 წელს კარიერა NBA-ში “სან ანტონიოში დაიწყო” დაიწყო. შემდეგ ის “ჰიუსტონ როკეტსში” თამაშობდა. ხოლო 2013-14 წლების სეზონი ამერიკელმა “ფილადელფია 76-ში” გაატარა. ჯეიმსი მიმდინარე სეზონში გადაბარგდა ლიტვაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110727