ორი დიდი სპორტსმენის რომანი - ეს უკვე გამორჩეული თემაა. გერმანული მედია თავიდან ჩურჩულით, ახლა კი უკვე ომახიანად იუწყება, რომ “ბუნედესნაკრებისა” და მიუნჰენის “ბაიერნის” ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი შეყვარებულია.
არც ისე დიდი დროა გასული, რაც ბასტიანი ცოლს გაშორდა და რა თქმა უნდა დიდხანს არ დარჩენილა საყვარელი ქალის გარეშე, სატრფო კი სწორედ ისეთი ჰყავს, მისი გაქანებისა და პოპულარობის კაცს რომ შეეფერება. ერთი სიტყვით, ბასტიანი არც მეტი, არც ნაკლები, სერბ ჩოგბურთელს ანა ივანოვიჩს ჰყვარობს!
როდესაც ანა ივანოვიჩს ჟურნალისტებმა დაურეკეს და ბასტიანთან გაჩაღებული რომანის შესახებ ჰკითხეს, მეჩოგნემ მოკალმეები უცნაური პასუხით გაისტუმრა და განუცხადა, ჯერ ბოლომდე თავადაც არაფერში ვარ გარკვეულიო, რაც ირიბად რომანის დასაწყისს ადასტურებს. ჰოდა აბა დიდი ამბის წინაშე ვდგავართ და ისაა...







