თამაშგარე

11:19 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მილიონერი ბრიტანელები

გაინტერესებთ ვინ არიან ყველაზე ჯიბესქელი სპორტსმენები ბრიტანეთში?

მათ სიაში, პირველობას არავის უთმობს ”ფორმულა-1”-ის გუნდ “მერსედესის” პილოტი ლუის ჰამილტონი, რომლის ჯიბეშიც 68 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩხრიალებს. მეორე პოზიციას მისივე კოლეგა ჯენსონ ბატონი იკავებს 63 მილიონი გირვანქა სტერლინგით. მესამე მილიონერი კი, ფეხბურთელი უეინ რუნია თავისი შრომითა და ოფლით მოპოვებული 60 მილიონით.

შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ: 44 მილიონით – რიო ფერდინანდი; 40 მილიონით - ენდი მარეი; სტივ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი 37 მილიონით, ხოლო ლუოლ დენგი და რაიან გიგზი მხოლო 36 მილიონს ჯერდებიან.

0.092666