ფეხბურთი

20:51 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე: „დი მარია და ფალკაო წლის ტრანსფერები არიან“

„მანჩესტერ სიტის“ აფრიკელმა ლიდერმა იაია ტურემ ზაფხულის 5 საუკეთესო ტრანსფერში „წითელი ეშმაკების“ ორი შენაძენი, დი მარია და რადამელ ფალკაო შეიყვანა.

„დი მარიას და ფალკაოს სახით “წითელი ეშმაკები“ საგრძნობლად გაძლიერდნენ. შესანიშნავი შენაძენი გააკეთა მადრიდის „რეალმა“ ხამეს როდრიგესის სახით. ის მართლაც კარგი ახალგაზრდაა. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მარიო ბალოტელი, რომელიც ჩემი ძმაა და ბოლოს ჩემი ყოფილი გუნდელი და მეგობარი ნეგრედო. მინდა ყველა მათგანს წარმატებები ვუსურვო“, - დაასრულა ტურემ.

„მანჩესტერმა“ არგენტინელი შემტევი დი მარია ნახევარმცველი მადრიდის „რეალისგან“ შეიძინა, ხოლო კოლუმბიელი თავდამსხმელი ხამესი „წითელმა ეშმაკებმა“ იჯარის წესით ფრანგული „მონაკოდან“ გადაიყვანეს. ამავე გუნდიდან გადაიყვანა მადრიდულმა კლუბმა ხამეს როდრიგესი, მარიო ბალოტელი „ლივერპულს“ „მილანიდან“ შეუერთდა, ხოლო ნეგრედო „მანჩესტერ სიტიდან“ სამშობლოში დაბრუნდა და „ვალენსიაში“ თამაშობს.

0.115611