ჩოგბურთი

19:42 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“პროგრესის თასის” ნომინანტები

АТР-იმ “პროგრესის თასის” ყოველწლიური გამარჯვებულის პრეტენდენტები დაასახელა. ამ პრიზის მაძიებელთა შორის წლეულს 4 პრეტენდენტია. ესენი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი, ხორვატი მარინ ჩილიჩი, იაპონელი კეი ნიშიკორი და ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია.

გამარჯვებულს პროფესიონალი ჩოგბურთელები ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის მსვლელობისას გამოავლენენ. შარშან “პროგრესის თასი” ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას მიაკუთვნეს.

შეგახსენებთ, კირგიოსი წლეულს უიმბლდონის მეოთხედფინალში გავიდა, ამავე სტადიამდე, ოღონდ აშშ-ის ღია პირველობაზე, გააღწია ბაუტისტა-აგუტმა, ხოლო ჩილიჩმა და ნიშიკორიმ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114466