კალათბურთი

18:31 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავაი ლეონარდი გამოჯანმრთელდა

“სან ანტონიო სპურსის” ფორვარდი კავაი ლეონარდი გამოჯანმრთელდა და “ფინიქს სანსთან” სათამაშოდ მზადაა, - აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. გასული სეზონის ფლეი-ოფის MVP-მ(ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) კავაი ლეონარდმა თვალის ინფექციის გამო, NBA-ს პირველი ტურის მატჩი “დალასის”(101:100) წინააღმდეგ გამოტოვა.

გასულ სეზონში კავაიმ რეგულარულ სეზონში 66 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი ერთ მატჩში 12.8 ქულა, 6.2 მოხსნა და 2 პასი გახლდათ. ხოლო გასული სეზონის ფლეი-ოფში ლეონარდმა 23 მატჩი ჩაატარა და საშუალო მონაგარი 14.3 ქულა 6.7 მოხსნა და 1.7 პასი იყო.

0.113261