ფეხბურთი

17:36 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერიცო: “სტილი უნდა შევინარჩუნოთ”

ვიგოს “სელტას” მთავარმა მწვრთნელმა, ედუარდო ბერიცომ “ბარსელონასთან” ხვალ გასამართ შეხვედრაზე, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გალისიელთა დამრიგებლის თქმით, მის გუნდს ურთულესი შეხვედრა ელის, თუმცა საკუთარი სტილი უნდა შეინარჩუნონ და ასე იფიქრონ წარმატებაზე.

“ყველამ კარგად იცის, თუ როგორია “ნოუ კამპზე” თამაში. ვხვდებით, რომ ურთულესი შეხვედრა გველის, თუმცა არ უნდა შევშინდეთ და ჩვენი სათამაშო სტილი შევინარჩუნოთ.

ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად დავიცვათ თავი. თუმცა, ეს დაცვაში ყრუდ დგომას არ ნიშნავს. უნდა დაველოდოთ ჩვენს შანსებს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ. სასურველი შედეგისთვის ჩვენი შესაძლობლობების სრულად გაღებაა საჭირო”, - განაცხადა 44 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 9 ტურის შემდეგ “სელტა” 16 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. აღნიშნული შეხვედრა ხვალ 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111975