ფეხბურთი

13:42 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია კმაყოფილია

რუმინეთის თასზე სტუმრად ბუქარესტის “რაპიდთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ, “კლუჟის” ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და კოლეგებს მადლობა გადაუხადა.

“თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ რაუნდში გავედით. მეორე ტაიმის მიწურულამდე თამაშს ვაგებდით, მაგრამ შეხვედრის მსვლელობა შემოვატრიალეთ. ჩემი კოლეგების მადლობელი ვარ” – იუწყება ჭანტურიას სიტყვებს რუმინული ინტერნეტპორტალი prosport.ro.

21 წლის ჭანტურიამ, რომელიც “კლუჟში” იტალიის სერია A-ს “ვერონადანაა” განათხოვრებული, მიმდინარე სეზონში რუმინულ კლუბში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.110275