ფეხბურთი

12:41 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2014/15: მეორე ტური, ამჯერად „ოქროსი“

2 ნოემბერს, ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. ამჯერად მეორე ტურის შეხვედრებს „ოქროს ლიგის“ გუნდები გამართავენ. ასევე გაიმართება „ვერცხლის ლიგის“ მეორე ტურის დარჩენილი სამი შეხვედრაც.

„ოქროს ლიგის“ გათამაშებამ, რომელშიც 10 ორგანიზაციის კორპორატიული გუნდი მონაწილეობს, სტარტი 12 ოქტომბერს აიღო. პირველ ტურში გამართული შეხვედრებიდან აღსანიშნავია, მოქმედი ჩემპიონის ლუდსახარში „ნატახტარის“ გუნდის მარცხი „GM ჭიათურასთან“. ამ ტურში ჩემპიონები, დებიუტანტს „ევროპაბეთის“ გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში დამაჯერებელი სამი ქულის მოპოვება მოახერხა. იმერლები კი „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გუნდთან გაარკვევენ ურთიერთობას. სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია, ბათუმის წყალი - საქართველოს ბანკის და ვი თი ბი ბანკი - ერისთავი და პარტნიორების დაპირისპირება. ტური, დებიუტანტების, „ბორჯომისა“ და „პრივატ ბანკის“ გუნდების შეხვედრით გაიხსნება. რაც შეეხება „ვერცხლის ლიგას“, სადაც 14 გუნდი მონაწილეობს, მეორე ტური, ისევე როგორც ყველა შემდეგი ტური, ორ ნაწილად გაიყოფა. მეორე ტურის ოთხი შეხვედრა გასულ კვირას გაიმართა. ამჯერად კი პარკეტზე, რუსთავი 2- GWP, სნიკერსი - ივერიაბეთი, და ბანკი რესპუბლიკა - კრედო გავლენ.

02.11.2014. ოქროს ლიგა. II ტური

12:00 ბორჯომი - პრივატ ბანკი

14:00 ბათუმის წყალი - საქართველოს ბანკი

15:00 ევროპაბეთი - ნატახტარი

16:00 ვი თი ბი ბანკი - ერისთავი

19:00 GM ჭიათურა - CFCP

02.11.2014. ვერცხლის ლიგა. II ტური

13:00 რუსთავი 2 – GWP

17:00 სნიკერსი - ივერიაბეთი

18:00 ბანკი რესპუბლიკა - კრედო

მატჩების მსვლელობისას, უკვე ტრადიციად ქცეული, საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. ამჯერად, სუპერლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ლაშა კობახიძე (TTC), ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორისგან, ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMA სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“ და ყვავილების მაღაზია „flowers.ge”.

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

0.194082