თამაშგარე

10:25 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

იზაბელის უარი ნეიმარს

ბრაზილიელი მოდელი, იზაბელ გულარი, სკანდალურ ინტერვიუს იძლევა და ამბობს, რომ კატალონიის “ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავს, ნეიმარს, მისი “შებმა“ უნდოდა, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“.

იზას თქმით, ნეიმართან პიროვნულად არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტია ერთ-ერთ ბრაზილიელ ბიზნესმენს ხვდება და საყვარელი მამაკაცისათვის ღალატს არ აპირებს და უფრო მეტიც - შესაძლებელია ეს ტრფობა ქორწინებითაც კი დაგვირგვინდეს.

30 წლის იზაბელ გულარი აბა რისი ბრაზილიელი მოდელი იქნებოდა, თავისი ქვეყნის ფეხბურთისადმი გულგრილად რომ იყოს განწყობილი. ეს შხვართი ასული ბრაზილიაში არამხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო მატჩებსაც ხშირად ესწრება და ამგვარად ალამაზებს ტრიბუნებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135193