ფეხბურთი

1:49 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” მესამეზე აინაცვლა

იტალიის ჩემპიონატის მეცხრე ტურის დარჩენილი მატჩი ვერონაში გაიმართა, ადგილობრივმა “ვერონამ” რომის “ლაციოს” უმასპინძლა. პიოლის ფეხბურთელები გასვლით მატჩში ამარცხებდნენ ჰელასელებს, თუმცა მეორე ტაიმში კავანდას გაძევებამ და ტონის ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა რომაელები ორი ქულის გარეშე დატოვა.

ამ ტურამდე “ლაციომ” ბრწყინვალე მოგებათა სერია გადააბა. ვერონაშიც რეალური იყო გამარჯვება, თუმცა სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ ლულიჩის გოლით საკმარისი არ აღმოჩნდა.

მიუხედავად ფრისა “ლაციომ” მესამე ადგილზე აინაცვლა, თუმცა “უდინეზეს,” “სამპდორიასა” და “მილანს” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

რაც შეეხება “ვერონას,” მანდორლინის ფეხბურთელებმა 12 ქულა მოაგროვეს და მე-11 ადგილზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე გავარდნის საფრთხის ქვეშ არ დგანან, თუმცა არც ევროტურნირებისთვის ბრძოლის რეალური შანსები აქვთ.

“ვერონა” – “ლაციო” 1:1 (0:1)

ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი.”

ვერონა: რაფაელი, მარკესი, აგოსტინი, მორასი, მარტიჩი (სორენსენი 46), იანკოვიჩი (გომესი 46), ჰალფრედსონი, ტახცისიდისი (78), კამპანიარო, ტონი, ლოპესი

მთავარი მწვრთნელი: მანდორლინი

ლაციო: მარკეტი, კანი, რადუ, დე ვრი, კავანდა, ბიგლია, კანდრევა, ლულიჩი (ანდერსონი 58), პაროლო, ონაზი (გონსალესი 59), ჯორჯევიჩი (კლოზე 87)

მთავარი მწვრთნელი: პიოლი

გოლი: 0:1 ლულიჩი (42), 1:1 ტონი (თერთმეტმეტრიანი, 68)

მთავარი მსაჯი: მასიმილიანო ირატი

გაფრთხილება: ონაზი (22), მარტიჩი (26), კავანდა (50), კავანდა (68), კლოზე (77), კამპანიარო (88)

გაძევება: კავანდა (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118195